საქართველოს მთავრობამ შპს „უნივერსალ ენერჯი კორპორეიშენთან“ 2019 წლის 22 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც „ნატანები 1“, „ნატანები 2“ და „ნატანები 3“ ელექტროსადგურების მშენებლობას ითვალისწინებდა, ოფიციალურად შეწყვიტა. შესაბამის განკარგულებას. N1066 მთავრობამ უკვე დაუჭირა მხარი და ხელი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 21 მაისს მოაწერა.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა კონკრეტული იურიდიული და ფინანსური პირობებით განხორციელდა:
კომპანია „უნივერსალ ენერჯი კორპორეიშენი“ ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური და გარემოზე ზემოქმედების კვლევები, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი და ნახაზი, რაზეც ექსკლუზიური საკუთრების უფლება მთავრობას გადაეცემა.
შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში სახელმწიფოს უსასყიდლოდ და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაეცემა პროექტისთვის საჭირო ან მისი ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მიწის ნაკვეთები და შექმნილი ქონება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიის მიმართ არ იქნება გამოყენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის დაწესებული პირგასამტეხლო.
მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოაწერს.


































































