საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ იყო თბილისი მოსკოვზე დაქვემდებარებული, ისე როგორც ახლაა,_ აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
„პარლამენტი ეს არის საჯარო, სახალხო დაწესებულება, სადაც ხალხი ირჩევს და ხალხივე გამოყრის, თუ ამას იმსახურებენ. ეს არის მსოფლიო პარლამენტარიზის კანონო და თუ ივანიშვილსა და პუტინს სურთ სხვაგვარი კონცეფციის შექმნა, წინასწარ ვეუბნები, რომ ამგვარი კონცეფციები განწირულია დაღუპვისთვის, როგორც მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
განსკუთრებით საყურადღებოა და ტრაგიკომიკური, რომ როგორც კი მოსკოვიდან წამოვა მითითება, მაშინვე ხდება აქ საქმეების გადაკვალიფიცირება. საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ იყო ასეთი დაქვემდებარება თბილისსა და მოსკოვს შორის და მოსკოვიდან მოცემული ბრიყვული მითითებები არ სრულდებოდა, განსაკუთრებით, სამართალდარღვევის მუხლის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით.
მე მინდა ვკითხო, აი, ამ კრიმინალ, თვითაღიარებულ თუ არ აღიარებულ მილიონერ დეპუტატებს:
თქვენ არ ხართ გამოსაყრელები პარლამენტიდან? არ ეუბნებით ღამე საკუთარ თავს, რომ მართლა გამოსაყრელები ხართ იმდენი ვნება მოუტანეთ ხალხს? ამ კითხვას მაინც არ უსვამთ საკუთარ თავს- როგორ მოხვდით პარლამენტში? რახან არ უსვამთ ასეთ კითხვებს თავს, ეს კითხვები უჩნდება ხალხს და მას აქვს ლოგიკური გაგრძელება“,_ განაცხადა ნათელაშვილმა.