ნათია თურნავა უნდა გადადგეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ნათია თურნავა უნდა გადადგეს. დროა, ეროვნული ბანკის საბჭომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით შესაძლებელია და აუცილებელია რომ ბათილად გამოცხადდეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება პირველი ამ საბჭოს რეალური ქმედება, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.