ჩოხატაურში მერობისთვის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დიმიტრი კორიფაძე იბრძოლებს _ აღნიშნული ინფორმაცია „გურია ნიუსს“ პარტიაში უკვე დაუდასტურეს.
კორიფაძე ბოლო 4 წელია “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ოფისს ხელმძღვანელობს, არის საკრებულოს წევრი ამავე პარტიის სიით.
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.