დღეს, ოზურგეთის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა, სადაც დღის წესრიგში უხვად იყო წარმოდგენილი მრავალი სხვადასხვა საკითხი. მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელ სოლიდურბიუჯეტიან პროექტებზე.
მაგალითად, სოფლების (მერია, ხვარბეთი, კონჭკათი, თხინვალი, ნაღობილევი, მელექედური) წყალმომარაგების ქსელების სისტემის მოსაწყობად, 2024 წლის მდგომარეობთ, 4500 აბონენტზე, გამოყოფილია 28 მილიონ 830.430, 64 ლარი. ხოლო სოფელ ნაგომრის სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად 400 აბონენტზე, ობიექტის ღირებულება შეადგენს 4 მილიონ 012.244.43 ლარს.
_ასეთი პროექტები და მსგავსი, 2012 წლამდე არცრთხელ არ გახორციელებულა, რამდენიც უნდა ი ლაპარაკონ და ეს ხდება „ქართული ოცნების“ დროს, _ თქვა აღნიშნული საკითხების მიმოხილვისას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საკრებულოს წევრმა ტარიელ აროშიძემ.
ამ დროს წყნარად წამოდგნენ სხდომაზე მყოფი ნაციონალი დეპუტატები და კარისკენ წავიდნენ. ერთმა მათგანმა, გოჩა შარაშენიძემ კი ჩალაპარაკების დონეზე თქვა: „ახლა ტარიელ აროშიძეს ვეჩხუბო? ეს რა თქვა? ფუიიიი, მართლა, ფუი…2012 წლამდე მართლა არაფერი გაკეთებულა? სირცხვილი არაა? არც კი რცხვენიათ…“ . ასე ჩუმად დატოვეს სხდომა.
_კი, სწორად ვთქვი, ნამდვილად არაფერი გაკეთებულია, _ დაგვიდასტურა კიდევ ერთხელ ტარიელ აროშიძემ ჩვენს კითხვაზე, ნამდვილად ასე თქვა თუ არა.