ამ წუთებში ბიუროს სხდომა პოლიტიკური დებატების ფონზე მიმდინარეობს.
როგორც სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად ემზადება, რასაც არაერთი მტკიცებულება ადასტურებს.
„ეს არჩევნები ისე უნდა ჩავატაროთ, როგორც საჭიროა. დაცინვისა და სიძულვილის ენა ამათი შემოტანილია. ტელევიზიიდან იწყევლებიან და იგინებიან, ლამის, თმები დაიპუტონ, რამე შემაკავებელი ნორმა არ არსებობს?!
ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა არ უნდა შეჭამოს. საქართველოს მომავალზე საუბარი არ არის, მხოლოდ ძალაუფლება აინტერესებთ. ჭორს კი არ ვიგონებ, არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტები, ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერები“,_აღნიშნა პაპუაშვილმა.