“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ამის შესახებ განცხადება ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
“შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს“,_ განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძის განცხადებითვე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით.
„რა იქნება ჩვენი უშუალო ვალდებულება, უშუალო საქმიანობა – ეს იქნება ჩვენი საკუთარი სტრატეგია, რათა ყველა ეტაპზე, ყველა ფრონტზე, არა მხოლოდ პარლამენტში, არა მხოლოდ საკრებულოებში, არამედ ქუჩაშიც მათ შორის მწვავე საგაზაფხულო პროტესტით ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების და ღირსებისთვის, სოციალური ღირსებისთვის, სოციალური უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური ღირსებისთვის, ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა დეკანოიძემ.