ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენთვის ძალიან ნათელია, რომ ძალიან მწვავე საჭიროებები არსებობს. ბევრი, ბევრად მეტია საჭირო“, – აღნიშნა „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების“ საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფიშერმა და დასძინა, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.






































































