მულახოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულების შესახებ წერს.
„საშინელი ღამე იყო უშგულში… ღამის 3 საათზე ტელეფონი რეკავს … ნუკრი ლევანს აღვიძებს და მიდიან…
ჩვენ გვეუბნებიან, რომ მხოლოდ მანქანა არის ამოსაყვანი… არ დაგვიჯერებია…
დედიკომ თქვა ცუდი ამბავი რომ იყოს, კივილი მოგვესმებაო, სტიქიის დროს მურყმერიდანაც კი ისმოდა კივილიო…
ვიდექით მე და დედა ფანჯარასთან და ვცდილობდით გამოგვეცნო რა ხდებოდა…
ვიდექით და ვუყურებდით საით მიდიოდა ჩვენი მანქანა… ვიყურებით ფანჯრიდან საიდანაც მთელი უშგული მოჩანს… ყველა ეზოდან მანქანა გამოდიოდა და ქვევითკენ მიდიოდა … ძნელი გამოსაცნობი არ იყო რომ რაღაც საშინელება ხდებოდა…
და აი თურმე სად გარბოდნენ უშგულელი ბიჭები… გამორჩეული უშგულელი გიორგების საშველად… საძებნელად…
ნეტა ეს ყველაფერი წუხელ დამსიზმრებოდა… როგორ ვეხვეწებოდი გიო რატიანს “დედე”-ში მთავარ როლში უნდა გადაგიღო, ძაან სიმპატიური ხართქო, ჩემ ნათქვამზე ეცინებოდა …
არ დამთანხმდა… არა არ მეჩვენებოდა სხვანაირები იყვნენ …
და სხვანაირების ადგილი კი ალბათ არ არის ამ ცოდვილ მიწაზე…“ _ წუხანდელ ღამეს იხსენებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ მულახის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – მანაქანა მდინარეში გადავარდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მათი ცხედრები მდინარიდან უკვე ამოასვენეს.
ავარია გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე დაბალი ხილვადობა იყო.
დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები თბილისში გადაასვენეს.