მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას დღეიდან სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ახალი წევრი, ფსიქიატრი შეისწავლის.
„სამედიცინო შემოწმება მოხდება. შემდეგ ალბათ, იქნება მათი დასკვნა. დღეს ჩვენთან ერთად, ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი-ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით. ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით“ , – განაცხადა სააკაშვილთან შესვლამდე სახალხო დამცველმა ლომჯარიამ.