ნიახურის 95%-ს წყალი შეადგენს. ის ატენიანებს კანს შიგნიდან, რაც მოვლის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია. გარდა ამისა, ნიახურის წვენი მდიდარია ნატრიუმით, რაც კუჭის წვენის გამოყოფის პროვოცირებას ახდენს.
ეს ეხმარება ნაწლავური სისტემის მუშაობის გაუმჯობესებასა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების დასტაბილურებაში.
რაც უფრო აქტიურად აღდგება თქვენი ორგანიზმი, მით უფრო უკეთ გრძნობთ თავს და უკეთესი კანი გაქვთ.
ექიმები გვირჩევენ ჭიქა წვენი დილით, უზმოზე მივიღოთ – ნიახური გაწმენდს ორგანიზმს და გაააქტიურებს მომნელებელ სისტემას.
ჯანმრთელ ორგანიზმს კი ყველაფერი ჯანსაღი აქვს, მათ შორის კანიც.
































































