ცნობილმა ავსტრალიელმა მუსიკოსმა, ნიკ ქეივმა, რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა და უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„მიმდინარე მოვლენების ფონზე, სხვა გზა აღარ გვაქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინაში ამ ზაფხულს დაგეგმილი კონცერტები გავაუქმოთ.
ჩვენი ფიქრები და სიყვარული მიემართება შეუპოვარ უკრაინელ ხალხს, მათ გმირ ლიდერს და ყველას, ვისაც ამ ომმა ტანჯვა მიაყენა. უკრაინა, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ და ასევე რუსეთში მცხოვრები იმ ხალხის გვერდით, ვინც ამ სასტიკ ქმედებას უპირისპირდება. ვლოცულობთ, რომ ამ შეშლილ სიტუციას მალე მოეღოს ბოლო”, – წერია მუსიკოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
[sexy_author_bio]