მოლდოვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში ოზურგეთელმა ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს უკვე მეორე მედალია ჩემპიონატზე, რომელიც ოზურგეთლმა სპორტსმენებმა მოიპოვეს.
მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზი პირველად გამოდიოდა და ის ამ შედეგით კმაყოფილია.
წელს ასევე ნიკოლოზმა ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ორი ოქროს მედალი დაიმსახურა.