ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლომჯარია ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის, რომ ახალმა მთავარმა აუდიტორმა ძველი მოადგილეებიდან თანამდებობაზე მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი დატოვა:
“მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება მომანიჭა, ყველა პროფესიონალის, ვისთანაც ვმუშაობდი, საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვედგნენ, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების.
ამაყი ვარ იმ მიღწევებით, რასაც ჩემი 10 თვიანი მუშაობის პერიოდში მივაღწიეთ ერთად! მჯერა, რომ ვიმუშავე ყველაზე პროგრესირებად და თანამედროვე საჯარო სამსახურში საქართველოში!
რაც შეეხება ჩემ მომავალ გეგმებს, იმედია მომეცემა შესაძლებლობა ვიმუშაო აქტუალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო შემოთავაზება განვიხილო, _ წერს სოციალურ ქსელში ლომჯარია.