ნიორი მიიჩნეოდა იმუნიტეტის ასამაღლებელ მნიშვნელოვან ინგრედიენტად და საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა ადამიანური დაავადებების სამკურნალოდ.
თუმცა, ასევე მკვლევარებს ვერ გაერკვიათ, რა გზით ეხმარება ნიორი ადამიანის სხეულს. ცოტა ხნის წინ, ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ უახლოეს კვლევაში, ავტორები ამტკიცებენ, რომ ამ მცენარეს კიბოს გარკვეული სახეობების, კარდიოვასკულარული დაავადებების და ორი ტიპის დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება შეუძლია.
უფრო მეტიც, მომზადების ხერზეც დამოკიდებულია თუ რამდენად დადებით ეფექტს მოახდენს ნიორის ბოლქვი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
თუმცა, მეცნიერებმა ჯერჯერობით ვერ განსაზღვრეს მომზადების რომელი მეთოდია ყველაზე ეფექტური.
ნიორი მომზადების შემდეგ გოგირდოვანი ნარევების სხვადასხვა სახეობებს წარმოქმნის. მნიშვნელობა არ აქვს დაქუცმაცებულია, ალკოჰოლშია ადუღებული თუ მისგან ზეთია გამოწურული.
მეცნიერების მტკიცებით, ამ გოგირდოვან შემადგენლობებს ისეთ მოლეკულებზე შეუძლიათ გავლენის მოხდენა, როგორიცაა აზოტის ოქსიდი და წყალბადის სულფიდი, რომლებიც ადამიანის სხეულში ბუნებრივად წარმოიქმნებიან.
მსგავსი მოლეკულების შეცვლილი დონეები შეიძლება აღმოჩენილ იქნას ადამიანებში, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებიან. ვინაიდან მათ უჯრედების კომუნიკაციასა და სხეულში ბალანსის შენარჩუნებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ ნიორი ერთ-ერთია იმ მცენარეთაგან, რომლებსაც ძლიერი აღმდგენი უნარები აქვთ.