ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა ვეტერანებს შორის. იგი ბარსელონაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 65+ ასაკის ქალთა შორის პირველ ადგილზე გავიდა 9-დან 5,5 ქულით. მეორე ადგილზე ელენა ფატალიბეკოვა (რუსეთი) განთავსდა 4,5 ქულით, ხოლო მესამეზე ირინა კაბანოვა (რუსეთი) – 3 ქულით.
ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ _ 7 ქულით. ქართველი დიდოსტატი ნახევარი ქულით ჩამორჩა ნილს-გუსტაფ რემანს (შვედეთი). ხოლო, მესამეზე 6,5 ქქულით ევგენი ვასიუკოვი (რუსეთი) განთავსდა.