სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან წარდგენისას თავისი ახალი მოადგილეები დაასახელა. ანრი ოხანაშვილის თქმით, პირველი მოადგილე იქნება ირაკლი ბერაია, მოადგილეები კი გელა გელაძე და ლევან ხარანაული
სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილეებიდან თანამდებობა ვერცერთმა ვერ შეინარჩუნა. ლილუაშვილის ოფისში პირველი მოადგილის პოსტს ალექსი ბატიაშვილი იკავებდა. ასევე ლილუაშვილის მოადგილეები იყვნენ შენგელი ფიცხელაური, გიგა ნიკოლეიშვილი და ლევან ახობაძე.
თავად გრიგოლ ლილუაშვილს რეგიონების განვითარების მინისტრად დანიშვნას უპირებდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ამ პოსტზე პაატა გულედანი წარადგინეს
წყარო