ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 54,8%-ი მიიღო.
აღნიშნულის შესახებ ე.წ. საარჩევნო კომისიამ განცხადება გააკეთა.
„ყველა საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების დამუშავების შემდეგ, პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 54,8% მიიღო და პირველ ტურში გაიმარჯვა“, _ ნათქვამია განცხადებაში.
გასულ კვირას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი დამარცხდა.
ე.წ.პრეზიდენტის ინაუგურაცია 22 აპრილს გაიმართება.