საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახოვკა ჰესის აფეთქებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
“კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს.
საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას” კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.
ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
საქართველო უკრაინის გვერდით დგას!”_ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.