https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ომში ჩართვის ნარატივი თქვენგან დაფინანსებული ადამიანებისგან მოდის- ყაველაშვილი დეგნანს მიმართავს

12:20; 8.07.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

„ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დღის წინ წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს.

მიხეილ ყაველაშვილის წერილს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

“ქალბატონო ელჩო!

რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკას საქართველოში ომი უნდა, ეფესბეს მზაკვრულ ნარატივს ახმოვანებსო.

რა თქმა უნდა, სრულად დაგეთანხმებოდით, რომ არა იმ ადამიანების წარსული და ახლანდელი კავშირები, რომლებიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველოში ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში გაჩაღებული იყო აქტიური კამპანია უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის აღმოჩენის შესახებ. სხვადასხვა მხრიდან იყო საქართველოს ომში ჩართვის აქტიური მცდელობა და მე, გუნდის ორ წევრთან ერთად, პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება, პირველ რიგში, სწორედ ქვეყნისთვის ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მივიღე.

ამ კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ სანქციებთან საქართველოს მიერთებას, რაც ომში ქვეყნის ჩართვის რისკებს, ბუნებრივია, ერთიორად გაზრდიდა. ასევე, ვიცით, რომ სხვადასხვა მხრიდან აქტიურად ითხოვდნენ უკრაინაში ქართველი მოხალისეებით სავსე თვითმფრინავების გაშვებას, რაც სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.

ქალბატონო ელჩო, ამერიკის იმიჯის დასაცავად, კარგი იქნებოდა, ნაციონალური მოძრაობის ხელით საჯაროდ განხორციელებულ ამ პროვოკაციებს თქვენ საჯაროდ გამიჯვნოდით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თემაზე არცერთი თქვენი გამოსვლა არ მახსენდება. მეტიც, სანქციებზე მიერთების მოთხოვნას საჯაროდაც კი დაუჭირეთ მხარი.

გარდა ამისა, მოგვიანებით, უკრაინაში თქვენმა მთავარმა საყრდენმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სწორედ სანქციებთან არმიერთებისა და თვითმფრინავის არგაშვების გამო გაიწვია უკრაინის ელჩი საქართველოდან. გათვლა მარტივი იყო: მაშინ პოპულარობის ზენიტში მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას ქართულ საზოგადოებაში მღელვარება და რევოლუციური მუხტის შექმნა უნდა გამოეწვია. თუმცა, აღშფოთება მხოლოდ 2-3 საათს გაგრძელდა და გეგმა ჩავარდა. სამწუხაროა, რომ თქვენ არც „პროამერიკელი“ ზელენსკის ამ ყოვლად გაუგებარ გადაწყვეტილებას გაემიჯნეთ, რომელიც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ომში საქართველოს არჩართვით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატულება იყო.

მოგვიანებით, ამას მოჰყვა სხვა „პროამერიკელი“ უკრაინელი პოლიტიკოსების – პოდოლიაკის, არესტოვიჩის, გონჩარენკოს, დანილოვის, არახამიას და სხვების განცხადებები, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ და აფხაზეთსა და ცხინვალზე შეტევისკენ ღიად მოუწოდებდნენ. სამწუხაროდ, არც ამ განცხადებებზე მოგვისმენია თქვენი პოზიცია.

რაც შეეხება ქართველი „პროამერიკელების“ რიტორიკას, პირველ რიგში საქართველოში ამერიკული ენჯეოების ლიდერს, ეკა გიგაურს გავიხსენებ, რომელმაც ღიად თქვა – „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთო“.

როდესაც ლამის საქართველოს მთავარ პროამერიკელად გამოცხადებული ეკა გიგაური ომისკენ ასეთი ღია ტექსტით მოგვიწოდებს, საზოგადოებამ რა უნდა იფიქროს, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ.

რუსთაველზე გამართულ საპროტესტო პოლიტიკურ აქციებზე, რომლებიც უკრაინისთვის „მეტი დახმარების“ გასაწევად იმართებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა ნინო ლომჯარია, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ომბუდსმენი საელჩოს აქტიური მხარდაჭერის შედეგად გახდა.

აქციაზე ლომჯარიამ სანქციებთან არმიერთების შესახებ ღარიბაშვილის განცხადება გააპროტესტა და თქვა, ამ ყველაფერს „ბომბებისგან მიღებული ცეცხლი მირჩევნიაო“.

​როდესაც ლომჯარია სანქციებზე არმიერთებას ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს ამჯობინებს, ქართველი ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ თქვენი პრიორიტეტიც ზუსტად ეს არის. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, ლომჯარიას განცხადებასაც გამიჯვნოდით, თუმცა, თქვენი პოზიცია არც ამ შემთხვევაში მოგვისმენია. პირიქით, შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია დღესაც თქვენი აბსოლუტური ფავორიტია, რომლის დაჯერებისკენაც ხელისუფლებას ყველაზე ხშირად მოუწოდებთ.

იგივე ეხება გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილს, თამარ ჩერგოლეიშვილს, მიშა მშვილდაძეს და სხვებს, რომელთა ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკა ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე თქვენთან ასოცირდება. და ასეთ დროს, თქვენ რომ ამ ადამიანებს არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ საქართველოს „პროამერიკულ“ საზოგადოებას სწორედ თქვენ ალაპარაკებთ.
ამიტომ, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.

​რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია.

ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია დღევანდელი აქციებიც, რომლებსაც ზუსტად იგივე ხალხი აორგანიზებს, რომლებიც ომის რიტორიკით გამოირჩეოდნენ, სანქციებთან მიერთებისა და თვითმფრინავის ბორტების გაშვებისკენ მოგვიწოდებდნენ და ამ მოთხოვნებით, თებერვალ-მარტში საპროტესტო აქციებსაც აორგანიზებდნენ.

ზუსტად ეს ხალხი დაატრენინგა ომის დაწყებიდან მალევე ამერიკიდან ჩამოსულმა პიტერ აკერმანმა, რომელიც, როგორც ცნობილია, ამერიკის ოფიციალურ სტრუქტურებთანაც მჭიდროდ დაკავშირებული კაცი იყო.

იგივე ადამიანები, რომლებიც ენჯეოების ხაზით, თქვენგან იღებენ სოლიდურ დაფინანსებას, ორიოდე დღის წინაც რუსთაველზე იდგნენ და ბაკურიანის სცენარის მიხედვით, მთავრობის გადადგომის პოლიტიკურ მოთხოვნას აყენებდნენ. ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რატომ უნდა ფიქრობდეს კაცი ხელისუფლების გადატრიალებაზე, ალბათ, ბავშვისთვისაც ადვილი გამოსაცნობია: ყველაფერი ისევ იქითკენ მიდის, რისკენაც თებერვალ-მარტში ღიად მოგვიწოდებდნენ, ანუ ომისკენ.

ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რომ ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს.

ასევე, სრულიად გაუგებარია კანდიდატის თემის ხელოვნური ფორსირება. როგორც ცნობილია, კანდიდატის სტატუსთან არავითარი მატერიალური პრივილეგიები არ არის მიბმული და შესაბამისად, სამ და ექვს თვეში ამ სტატუსის არმიღებით საქართველო არაფერს კარგავს. ანუ თუ სტატუსს მივიღებთ, პრაქტიკულად ხელში არაფერი გვრჩება, ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ – ქვეყანას რევოლუციით კიდევ ერთხელ დაემუქრებიან. ასეთ დროს, ფორსირებას მხოლოდ ერთი მიზანი, რევოლუციური ფონის ხელოვნურად შექმნა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ფორსირების კამპანიაში თქვენც აქტიურად ჩაერთეთ, რამაც საზოგადოებას დამატებითი კითხვები შეიძლება გაუჩინოს.

რაც მთავარია, დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისთანავე საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს.
აქვე გავიხსენებ, რომ, სამწუხაროდ, თქვენ დღემდე არც თქვენი ერთ-ერთი წინამორბედის, ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას გაემიჯნეთ, რომელმაც თქვენს მიერ თავის დროზე ფილანტროპად წოდებული ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ოლიგარქად მოიხსენია და დეოლიგარქიზაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა.

„ქართული ოცნება“, თავის სტილში, თავს არიდებს ამ კითხვების დასმას და დარწმუნებული ვარ, ამას მომავალშიც მოერიდება. თუმცა, მე, როგორც საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს და ამ ქვეყნის ერთ რიგით მოქალაქეს, თავი ვალდებულად მიმაჩნია, ეს კითხვები დაგისვათ.

იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში ამერიკის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს. ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ“ სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს. ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას”,_ წერია ყაველაშვილის წერილში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ  აშშ-ის ელჩმა  განაცხადა, რომ რუსეთის “ეფ-ეს-ბეს” დეზინფორმაციაა, თითქოს ვინმეს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს.

მიხეილ ყაველაშვილი
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს მე ვერაფერს დამაკლებს

10:22; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესიდან ადვოკატი გააძევეს

15:27; 11 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი დღეს გაიმართება

10:01; 11 თებერვალი, 2026

საქართველოს ბანკის Data Challenge-ის პირველი სერიის გამარჯვებულები ცნობილია

რაზე შეთანხმდნენ კომპანია და გაფიცული მუშები რუსთავში

ყველა სიახლე

საზოგადოება

გურიაში, მდინარე სუფსაზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

11:28; 12.02.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:17; 12.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: ეს მე ვერაფერს დამაკლებს

10:22; 12.02.2026
სამართალი

ნიკა გვარამია რუსთავის საპატიმროს დღეს დატოვებს

10:16; 12.02.2026
საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა _ ცნობილია მისი ვინაობა

10:15; 12.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

10:08; 12.02.2026
ზაფრანი

ქალბატონების სახელების შესაფერისი ძვირფასი ქვები   

10:03; 12.02.2026
ზაფრანი

რომელი ჯგუფის მამაკაცები ითვლებიან იდეალურ ქმრებად   

10:00; 12.02.2026
ზაფრანი

როგორი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის იდილიური ურთიერთობა   

9:58; 12.02.2026
ზაფრანი

მომავლის პროგნოზირება სიზმარში

9:55; 12.02.2026
პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026
ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო