„ოქროს პროპორცია“ ევროპული რენესანსიდან მომდინარეობს, როცა ხელოვანებმა შექმნეს პროპორცია, რომელიც სრულყოფილი ნიმუშის შესაქმნელად უნდა გამოეყენებინათ.
მას შემდეგ საუკუნეები გავიდა და ბრიტანელი ქირურგი – ჯულიან დე სილვა ამავე მეთოდის გამოყენებით ცდილობს გამოიანგარიშოს თუ ვინ არის სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს.
ალგორითმის მიერ მიღებული შედეგებით ამჯერად სიაში ბელა ჰადიდი ლიდერობს. 25 წლის სუპერმოდელის მონაცემი 94.35 %-ია, მსგავსი მაჩვენებელი კი არცერთ ვარსკვლავს არ ჰქონია აქამდე.
რაც შეეხება სიის დანარჩენ წარმომადგენლებს, ათეული სრულად ასე გამოიყურება:
ბიონსე – 92.44%
ამბერ ჰერდი – 91.85%
არიანა გრანდე – 91.81%
ტეილორ სვიფტი – 91.64%
ქეით მოსი – 91.05 %
სკარლეტ იოჰანსონი – 90.91%
ნატალი პორტმანი – 90.51%
კეტი პერი – 90.08%
კარა დელევინი – 89.99%
ავტორი