ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დასრულდა ანსამბლ “ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა.
ყალიჩავას ადვოკატის, პეტრე სალუქვაძის თქმით, ის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს და გირაოს სახით 5000 ლარის გადახდა დააკისრეს.
პეტრე სალუქვაძის თქმით, ამ საქმეზე საქმის წარმოება არ შეწყვეტილა და შემდეგი პროცესი 2026 წლის თებერვალში ჩაინიშნა.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს მეორე მხარე.






























































