ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს, 14 ივნისს, ბათუმში.
“ბათუმელების” ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
გამოცემის ცნობით, დაღუპული კაცი მგზავრი იყო.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.





































































