https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ორი ჩემპიონი

9:11; 18.11.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენს ქვეყანაში ძალოსნობას მდიდარი ტრადიციები გააჩნია. ჰელსინკის ოლიმპიადაზე რაფაელ ჩიმიშკიანმა გაიმარჯვა. შემდეგ დიტო შანიძემ გვასახელა, რომელმაც ორჯერ – 1968 წელს მეხიკოში და 1972 წელს მიუნჰენში ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო. 1992 წელს კახი კახიაშვილმა ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა. წარმატება მომდევნო ოლიმპიადებზე კიდევ ორჯერ გაიმეორა, ოღონდ უკვე საბერძნეთის სახელით. გიორგი ასანიძე 2000 წელს სიდნეიში მესამე გახლდათ, 2004 წელს ათენში კი ოქროს ჯილდოს დაეუფლა. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ირაკლი თურმანიძე კი ამავე წონით კატეგორიაში საპატიო მესამე ადგილზე გავიდა.

დღევანდელ წერილში საუბარი ქართველ ძალოსნებზე გვექნება და საკუთარ მიღწევებს რაფაელ ჩიმიშკიანი და კახი კახიაშვილი გაიხსენებენ.

რაფაელ  ჩიმიშკიანი

„ჩვენთან ეზოში, გაბაშვილის ქუჩაზე, ერთი მსახიობი კაცი ცხოვრობდა, ვანო ტურიაშვილი. თავისით ააწყო შტანგა, დილაობით ვარჯიშობდა-ხოლმე. 1942 თუ 1943 წელი იყო, მეორე მსოფლიო ომის შავი დღეები… ერთხელაც, მისგან მალულად ავწიე ეს თვითნაკეთი შტანგა. ძია ვანოზე უკეთ გამომივიდა. მაინც დამინახა და მითხრა, პატარა ხარ, არ შეიძლებაო, მაგრამ იმ დროს უკვე ძალიან მინდოდა ძალოსნობაზე სიარული.

კარიერის მანძილზე უამრავი ოქროს და ვერცხლის მედალი მოვიგე, მაგრამ მე ყველა გამარჯვება მახსოვს. დაუვიწყარია ის დღე, როცა პირველად დავდექი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე – ეს 1948 წელს მოხდა, ლენინგრადში. მაშინ დინამოელ თანაკლუბელებთან ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გავხდი. მეორე დღეს ჩემი ფოტო გაზეთ „სოვეტსკი სპორტში” დაიბეჭდა – სიხარულით მეცხრე ცას ვეწიე!

ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების წინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ქალაქ ივანოვოში ჩატარდა. პირველობის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ვიავადმყოფე და წონა მოვიმატე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი ჩემმა კონკურენტმა ნიკოლაი საქსონოვმა მოიგო, ოლიმპიადაზე მაინც წამიყვანეს. მწვრთნელებმა კარგად იცოდნენ რომ მასაც ვჯობდი და მეორე კონკურენტ მაზურენკოსაც. თანაც, ოლიმპიადაზე თითო ქვეყანას წონაში სამი სპორტსმენის გამოყვანის უფლება ჰქონდა, ამიტომ, ჩემი ოლიმპიადაზე წასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს მდგარა.

ოლიმპიადისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დავიწყეთ. პირველი შეკრება დანიის ქალაქ ვიბორგში გავიარეთ. იქ კიდევ ერთხელ ვიავადმყოფე – ფილტვების ანთება დამემართა, თუმცა ბედად, ნაკრებს ძალიან კარგი ექიმი ჰყავდა – კუხალევსკი, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი კაცი, რომელმაც სამედიცინო ინსტიტუტი სწორედ ჩვენთან დაასრულა. იმან მიშველა და ჰელსინკში ჩასვლამდე ფეხზე დამაყენა.

ვიბორგიდან ჰელსინკამდე მატარებლით ვიმგზავრეთ. მახსოვს, ჩემთან ერთად ვაგონ-ჰოსპიტალში ლეგენდარული მოჭიდავე არსენ მეკოკიშვილიც მოხვდა – ისიც გაციებული იყო. ჩვენი ვაგონი შემადგენლობას აბოლოებდა, ამაზე კი არსენმა კარგად იხუმრა, ნუ დარდობ რაფო, ფინეთიდან ორივე პირველი ვაგონით ვიმგზავრებთ – ჩვენ იქ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებითო! ასეც მოხდა – მეც ოქრო მოვიგე და არსენმაც, თუმცა ის მაშინ მოსკოვში ცხოვრობდა და რუსეთის რესპუბლიკის სახელით ასპარეზობდა.

ძალოსნების შეჯიბრება სპორტკომპლექს „მესუჰალეში” ჩატარდა. შეჯიბრება გვიანობამდე გაგრძელდა. ყველა ოლიმპიურ სოფელში დაბრუნდა, ბოლო ავტობუსი კი მხოლოდ ჩვენ, ძალოსნებს გველოდებოდა. ოლიმპიურ სოფელში წასვლის წინ გივი კარტოზიამ და ვახტანგ ბალავაძემ მითხრეს, რაფო, აბა შენ იცი, გვასახელე, სასტუმროში რომ დაბრუნდები, იცოდე, გელოდებით და გვნახეო… შეჯიბრების მსვლელობისას მწვრთნელებმა ძალიან მომიშალეს ნერვები – არ უკვეთავდნენ იმ წონას, რასაც ვითხოვდი. საბოლოოდ მაინც ჩემპიონი გავხდი – დილის 3 საათი იყო, ფორმა რომ გამოვიცვალე და ჩემი ნივთები ჩავალაგე.

სოფელში სანამ მივედით, კაი დრო გავიდა. ავტობუსის ფარების შუქზე ჩვენ სასტუმროსთან სილუეტებს მოვკარი თვალი – თურმე გივი და ვახტანგი კიდევ მელოდებიან! როცა გაიგეს ჩემპიონობის ამბავი, მხრებზე შემისვეს და ლამის მთელი ჩვენი დელეგაცია გააღვიძეს, ყვიროდნენ რაფო ჩემპიონია, რაფო ჩემპიონიაო! გივიმ ხელში ამიტაცა და მიმეორებდა, შენ ჩემი ძალა ხარო! ეს იმხელა სიხარული იყო, აგერ, ამხნის კაცი ვარ და დღემდე თვალზე ცრემლი მადგება იმ ღამეს რომ ვიგონებ! ვერანაირი სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რასაც მაშინ ვგრძნობდი!

ჰელსინკიდან თბილისში მოსკოვის გავლით რომ ვბრუნდებოდით, ვახტანგ ბალავაძის მშობლიურ რაიონში, სამტრედიაში გულშემატკივრებმა ჩვენი მატარებელი გააჩერეს – თურმე მე, ვახტანგს, გივის, დავით ციმაკურიძეს გვეძებდნენ… ბაქანზე, მთელ სიგრძეზე პურ-მარილი იყო გაშლილი – მაგიდები ერთმანეთზე მიედგათ და იყო ერთი ამბავი! ცამეტივე ვაგონიდან ჩამოიყვანეს მგზავრები, ლამის ორი საათით გაგვაჩერეს, ყველამ ძალიან მაგრად მოილხინა! ტურისტები, რომლებიც საქართველოში დასასვენებლად მოდიოდნენ, მატარებელში ასვლას არ ჩქარობდნენ – ჩვენ აქაც მშვენივრად ვართო, იძახდნენ…

1956 წელს, მელბურნში, ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ბოლო შეკრება ტაშკენტში მოგვიწყვეს ძალოსნებს, მოჭიდავეებს და მოკრივეებს. საკავშირო სპორტკომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა არკადი ვორობიოვმა, რომელსაც სტალინი არ უყვარდა, მისი ძაგება დაიწყო. სტალინის დროს ის ამას, ცხადია, ვერ გაბედავდა, მაგრამ 1956 წელს უკვე ნიკიტა ხრუშჩოვი იყო ქვეყნის სათავეში, მას კი სტალინის კულტის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული. ჰოდა, ეს ვორობიოვი ძალიან ეშხში რომ შევიდა, ჩვენმა არსენ მეკოკიშვილმა ისეთი სთხლიშა სახეში, ხუთ მეტრზე გადააგდო. ვენაცვალე მის მარჯვენას, ღირსი იყო ის არაკაცი! ცხადია, არსენს ეს არ აპატიეს – მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი სპორტსმენი იყო, მეორე დღესვე დაითხოვეს შეკრებიდან.

მელბურნში არც მე გამიშვეს. ოლიმპიადის სპორტული ფორმაც მომცეს, პასპორტიც და თვითმფრინავის ტრაპთანაც მიმიყვანეს, მაგრამ სულ ბოლო მომენტში ამომაგდეს გუნდიდან. ძალიან გავბრაზდი, ისე მომეშალა ნერვები, მეგონა გული გამისკდებოდა. თბილისში ჩამოსულმა დარდი ვერავის გავუზიარე და ამ საშინელების გადასატანად ბევრი დავლიე.

იქ, ავსტრალიაში, ჩემი და არსენ მეკოკიშვილის შემცვლელებმა ძალიან ცუდად იასპარეზეს. მეკოკიშვილის ნაცვლად სვერდლოვსკელი ვიხრისტიუკი წაიყვანეს, რომელმაც მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჩემი შემცვლელი მინაევი კი ჩემპიონს მთელი 10 კილოგრამით ჩამორჩა!

გარეწარ ვორობიოვს რამდენიმე წლის შემდეგ სოხუმში შევხვდი, სადაც შეკრება გვქონდა. ერთხელ ოთახში დავიმარტოხელე, კედელთან მივაყენე და ვუთხარი: ახლა ჩემ ხელში ხარ, რასაც მინდა იმას გიზამ, აირჩიე ფეხის თითები დაგაჭრა თუ ხელი-მეთქი. ფიზიკურად ჩემზე დიდი იყო, მაგრამ ქვეშაფსია. ეგონა მართლა ვუპირებდი თითების დაჭრას და ხვეწნა-მუდარა დამიწყო, არ დამღუპოო. რისი თქმაც მინდოდა პირში ვუთხარი და გული მოვიოხე“.

კახი კახიაშვილი

“ძალოსნობაზე ვანო გრიქუროვმა მიმიწვია. ბატონი ვანო ჩვენი მეზობელი იყო და ფეხბურთის თამაშის დროს შემამჩნია. 1981 წელს, 12 წლის ბიჭმა პირველად შევაღე ცხინვალის ცნობილი დადიანის დარბაზი და მას შემდეგ სპორტის ეს სახეობა ჩემი ცხოვრებაა.

საერთაშორისო ტურნირებზე 16-17 წლის ასაკიდან დავდიოდი: პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი… პირველ დიდ წარმატებას 1989 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მივაღწიე – ორი რეკორდი დავაამყარე: აკვრაში 225 კილოგრამი დავძლიე, ორჭიდის ჯამში კი 395! ცოტა ხანში ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატიც მოვიგე, თუმცა მალე სერიოზული ტრავმა მივიღე და კარგა ხანს ჩამოვშორდი სპორტს.

1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე ჩემს წონაში ფავორიტებად ჩვენი გუნდის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გუნდის წევრები მე და უზბეკეთის წარმომადგენელი სერგეი სირცოვი ვითვლებოდით. მწვრთნელები სირცოვს ანიჭებდნენ უპირატესობას, თუმცა მას წონით ვჯობდი – 200 გრამით მსუბუქი ვიყავი. ის ატაცში იყო ძლიერი და ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა – 190 კილოგრამი დაძლია, როცა მე 177,5 კილოზე გავჩერდი. აკვრაში ასპარეზობა მან დაიწყო და 222,5-ზე მეტი ვერ დაძლია. ბოლო ცდის წინ მე და ჩემს მწვრთნელს, ვანო გრიქუროვს ბევრი არ გვიფიქრია – 235 კილოგრამი შევუკვეთეთ, რაც ავტომატურად ოლიმპიური თამაშების რეკორდი იყო. ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვასილი ალექსეევს არაფერი უთქვამს, იცოდა, რომ მანამდე 232,5 კილოზე მეტი არასდროს ამეწია და ამიტომ, ჩემი და ვანოს მოთხოვნილ წონას უპრობლემოდ დათანხმდა. შტანგასთან მშვიდად მივედი. ვიცოდი, არაფერს ვკარგავდი – ვერცხლის მედალი ჯიბეში მედო, ცდის გამოყენების შემთხვევაში კი ოლიმპიური ჩემპიონი ვხდებოდი… შტანგას დავეჭიდე და ავკარი! ამ შედეგით სირცოვს გავუთანაბრდი და რადგან მასზე 200 გრამით ნაკლები ვიყავი, ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი! სიხარულისგან მეც და ვანოც მეცხრე ცაზე ვიყავით! მან ხომ პირველად იზეიმა შეგირდის ოლიმპიური ჩემპიონობობა.

ესპანეთში, ოლიმპიადის მონაწილის ბარათში რუსეთი ჩამიწერეს. ჩემპიონი რომ გავხდი, კვარცხლბეკზე ასვლის წინ ვხედავ, რუსეთი დროშის აფრიალებას აპირებენ. გავაპროტესტე, ახლავე საქართველოს დროშა მოიტანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მედალს არ მივიღებ-მეთქი. მალე ჯანო ბაგრატიონი ჩაერია საქმეში და საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა: საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა და ჩვენი დროშაც აიწია!

ოლიმპიური ჩემპიონები 5 ათასი დოლარით დაგვაჯილდოვეს. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს სასაცილო თანხა იყო, თუმცა ამაზე წუწუნს ხომ არ დავიწყებდი?! დასამალი რაა, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე ბინის ორდერიც გადმომცეს, მაგრამ რომ მივედი, იქ აფხაზეთიდან ლტოლვილები იყვნენ შეჭრილნი, მე კი მათი გამოსახლება არც მიფიქრია.

90-იანი წლების დასაწყისში ჩემი სამშობლო ომის ქარ-ცეცხლში იყო გახვეული, სპორტისთვის აბა ვის ეცალა?! ოლიმპიადის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, თუმცა მალე შედეგები გამიუარესდა – ელემენტარული სავარჯიშო პირობები არ გვქონდა. სხვას რომ თავი დავანებოთ, დარბაზს ვერ ვათბობდით. ამის გამო ტრავმებმაც იმატა და არჩევანის წინაშე დავდექი: სპორტიდან ან სხვა ქვეყანაში უნდა წავსულიყავი.

სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდი, დიდხანს ვფიქრობდი. საბოლოოდ ყველა ერთ აზრამდე მივიდა და ყველამ, ჩვენი სპორტის ხელმძღვანელებმა, ფედერაციამ, ოჯახის წევრებმა, ზუსტად ერთი და იგივე მითხრეს: კახი, უნდა წახვიდე, თავი გადაირჩინო და თუ შანსი გექნა, ჩვენც შეგვეწიოო.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩემს სანაცვლოდ ანაზღაურება მოითხოვა. სამართლიანად, თუმცა ძალიან ბევრი – 500 ათასი დოლარი. ბერძნებმა იუარეს, საბოლოოდ კი ასეთი გარიგება შედგა: ბერძნებს 60 ათასი დოლარი ფულად უნდა გადაეხადათ, 40 ათასისა კი შეკრებები მოეწყოთ. სამწუხაროდ, დაპირება სანახევროდაც არ შესრულდა: ჩატარდა საქართველოს ნაკრების მხოლოდ ერთი შეკრება, 20 ათასი კი (60 ათასის პირველი ნაწილი) ქართველი ხელმძღვანელების და სპორტსმენების მოთხოვნით, მათ შორის განაწილდა. მცირე ხნის შემდეგ კიდევ ერთი 20 ათასი გადაეცა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს… აუცილებლად უნდა ვახსენო ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის მართლაც რომ დიდებული საქციელი – ის მაშინ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლდათ და ჩუმად მამხნევებდა, ნუ გეშინია კახი, საბუთს მაინც მოგცემთ და ოლიმპიადის გარეშე არ დაგტოვებთო.

საბერძნეთის სახელით 1996 წელს პირველად გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი. ბერძნულ პრესაში იმ დღეებში არაერთი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: საქართველოს მხოლოდ არგონავტებით კი არ ვიცნობთ, არამედ კახი კახიაშვილით და თემურ ქეცბაიათიო. იმხანად თემური ათენის აეკ-ში თამაშობდა და მეც სწორედ მაშინ გავიცანი.

მცირე ხნის შემდეგ საქართველოდან ამბავი ჩამომიტანეს, ვითომ საბერძნეთის ხელისუფლებაამ ჩემპიონობისთვის მილიონი დოლარით და პატარა კუნძულით დამაჯილდოვა. სისულელეა. მე, ისევე, როგორც ატლანტის თამაშების კიდევ სამ ბერძენ ჩემპიონს, 65 მილიონი დრაჰმა ანუ დაახლოებით 200 ათასი დოლარი გადმომცეს, პლუს, უცხოური ავტომობილის გადასახადის გარეშე შეძენის უფლება მომცეს. ეს იყო და ეს. იმდროინდელ საქართველოსთან შედარებით, ესეც დიდი საქმე იყო. საბერძნეთში მთავრობა სპორტსმენებზე არნახულად ზრუნავდა.

2000 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის გამალებით ვემზადებოდი და ძალიან კარგი შედეგები მქონდა: 1998 და 1999 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, თან რეკორდებიც დავამყარე! მესამე ოლიმპიური ოქრო გარანტირებული მეგონა, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგონიათ? თამაშებამდე ერთი თვით ადრე ოთხთავა კუნთი თითქმის სანახევროდ გამიწყდა, აღდგენას კი მინიმუმ ორი თვე სჭირდებოდა. იქ, ავსტრალიაში, ფიცარნაგზე პირველივე მისვლისას კუნთი 70 პროცენტით დაზიანდა, თუმცა წონა მაინც დავაფიქსირე, მერე კი მე და ჩემმა მწვრთნელმა განზრახ შევუკვეთეთ არნახულად მძიმე წონა – 227 კილოგრამი! გასახდელში ვთამაშობდი, ვითომ რეკორდისთვის ვემზადებოდი. თუნდაც ერთ მეტოქეს რომ დაეფიქსირებინა ეს წონა, ყველაფერი დამთავრებული იყო, ჩემპიონობას ვკარგავდი, მაგრამ ძალიან გამიმართლა – ვერავინ მაჯობა და მეც მესამედ გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი!

2004 წელს, ათენში, ჩემს მეოთხე ოლიმპიადაზე გამოვედი. ვფიქრობდი, რომ ოქროს თუ არა, მეოთხე ოლიმპიურ მედალს მაინც შევწვდებოდი, მაგრამ… ჩემი კარიერა, რომელსაც საუკუნის მეოთხედი შევალიე, თვალის დახამხამებაში დასრულდა! ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო! იმ ამბის შემდეგ ხუთი თუ ექვსი წელი დაკარგული ვიყავი, სხვანაირად რომ ვთქვა, ახალ ცხოვრებაში საკუთარ თავს ვეძებდი.

2008 წლის ომის დღეებში ოლიმპიაში ჩავიყვანე ჩემი მეგობრები, თანაგუნდელები და საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ. იმ დროს საბერძნეთის ოლიმპიელთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი და სწორედ ამ კლუბის სახელით მივმართეთ საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებს, რადგან ოლიმპიადა მიმდინარეობს, სისხლისღვრა შეწყდეს-მეთქი. იმ წერილების ასლები საქართველოს და რუსეთის საკონსულოებსაც გადავეცით. მალე საბერძნეთში BBC-ის და სხვა ცენტრალური არხების წარმომადგენლებმაც მიგვიწვიეს… რთული დღეები იყო, გახსენებაც არ მინდა.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს. ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა – ჩემი გამოცდილება და ძალ-ღონე სპორტის ამ სახეობის განვითარებას, პოპულარიზაციას შევალიო. მინდა, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი გაიზარდოს საქართველოში“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17 სექტემბერი, 2026
სპორტი

12 წლის სენაკელი მოჭადრაკე საქართველოს ორგზის ჩემპიონია – გაიცანით ნიკოლოზ გოგია

22:09; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14 სექტემბერი, 2026
სპორტი

ლუიშ ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცა

10:01; 10 სექტემბერი, 2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8 სექტემბერი, 2026

„ჯარისკაცის მამა“, „აფონია“ და გია ფერაძე

ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე (R)

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

21:14; 17.09.2026
პოლიტიკა

კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

21:11; 17.09.2026
პოლიტიკა

ლაშა დარსალია ეუთოს სხდომაზე: რუსეთი ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას

20:31; 17.09.2026
პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო