https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ორპინგტონის” მომშენებელი და ფინიკის ჭამისთვის დაჯარიმებული მეურნე

9:03; 5.03.2018
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი დღევანდელი სტუმარი, მაძიებელი და მოტივირებული ფერმერი, 36 წლის ედუარდ სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის მკვიდრია. მისი ინტერესის სფერო იმდენად ფართოა, აღარც ახსოვს, რამდენნაირ საქმეს მოკიდა ხელი, უმეტესი არ გამოუვიდა, მაგრამ ერთხელაც არ შეშინებია მხოლოდ იმიტომ, რომ სჯეროდა, ყველა თუ არა, ერთ-ერთი მაინც იქნებოდა წარმატებული. ინგლისური ჯიშის ქათმის _ “ორპინგტონის” მოშენება ყველაზე ბოლოს სცადა და ყველაზე უკეთესი შედეგი მიიღო.

_ საქართველოში “ორპინგტონის” _ ინგლისური ქათმის ჯიშის, სულ ათი სანაშენეა. გურიაში როგორ არ უნდა ყოფილიყო? მივდექ-მოვდექი და გავიგე, რომ ზესტაფონში ჰყავდათ. 16 დედალი და ერთი მამალი ჩამოვიყვანე. მერე ლაგოდეხშიც შევიძინე. ინტერნეტი ძალიან მეხმარება ამ საქმეში, თორემ ამ მთის წვერზე მცხოვრები ვინ უნდა დამაკვალიანოს? წიწილები სწრაფად დაიზარდნენ. ყველაზე ძალიან იმიტომ დავინტერესდი, რომ ეს არის მეკვერცხულ-მეხორცული ჯიში, მტკიცე იმუნური სისტემით. მესამე წელია, რაც ჩემი, ასე ვთქვათ, “გურული ორპინგტონები” მყავს. საქმე დაიძრა და მიხარია. რაც მთავარია, ამ ჯიშის ქათმის გამოზრდა, როგორც დავრწმუნდი, ძალზე ადვილი აღმოჩნდა _ წიწილებს არანაირი წამლობა ან ზედმეტი სითბო არ სჭირდება. ძალიან ადვილად ეგუებიან გარემოს. ღამის მანძილზე ნათურა ანთია და საკვებს ჭამენ, _ გვიამბობს ედუარდ სიხარულიძე, მისი მეუღლე ქრისტინე ჩხაიძე კი გაკვირვებულია იმით, რომ წიწილებს მხოლოდ წყალს და მოხარშული კვერცხით შეზავებულ სიმინდის ღერღილს აძლევდა და უდანაკარგოდ გაზარდა. ჩვეულებრივი, ჩვენებური ჯიშის შინაური ქათმების წიწილების გამოზრდას კი როგორც წამლების, ისე საკვების ხშირი ცვლა სჭირდებოდა და თავიდან შიშიც ჰქონდა, რომ ინგლისური ჯიშის წიწილები უფრო ჭირვეული იქნებოდნენ.

დღეისთვის სიხარულიძეებს ასამდე ფრთა “ორპინგტონი” _ ინგლისური ჯიშის ქათამი ჰყავთ, რომელიც თავის დროზე დიდ ბრიტანეთში, უელსში, დედოფალ ვირჯინიას პატივსაცემად გამოიყვანეს. საერთაშორისო გამოფენებზე კი უკანასკნელ წლებში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს.

ედუარდ სიხარულიძის დედა _ მადონა სიხარულიძე შვილის უპირველესი დამხმარეა და საუბრობს იმაზეც, რომ ედუარდმა არა ერთ საქმეში სცადა ბედი. მართალია, ოჯახში ყოველთვის ჰყავდათ ძროხა თუ ღორები, გახსნილი ჰქონდათ ერთ-ერთი საზოგადოებრივი ობიექტიც, თუმცა, მცირე ბიზნესში საქმე არა და არ დაიძრა. ბოლო ცდა წარმატებული აღმოჩნდა და დღეისთვის, ინკუბატორისთვის უკვე გადაცემული აქვთ “ორპინგტონის” ჯიშის ქათმის კვერცხი. კლიენტიც არ აკლიათ _ საოჯახო რვეულში სია თანმიმდევრულად არის ჩამოწერილი.

_ ეზოს შვენის ჩემი “გურული ორპინგტონები”. ნახეთ, ჩემს მიერ გაკეთებულ საყვავილეებში და მინდვრის დეკორაციებში როგორ დასეირნობენ. ძალიან მშვიდი შინაური ფრინველებია, მძიმეწონიანები, დადიან წყნარად, ბალახის ნატამალს არ ტოვებენ ეზოში. სხვათა შორის, ამ წონის გამო, ქორს არ შეუძლია მათი წაღება და შიში არ გვაქვს.

ჩვენს ქათმებს საერთოდ ვერ ვამსგავსებ. გარდა იმისა, რომ მამლები დილის ოთხ საათზე ერთად იწყებენ ყივილს და აი, ამ დროიდან ძილი დამფრთხალი გვაქვს. წარმოიდგინეთ, ათი მამალი რომ ერთად დაიწყებს ყივილს და გათენებამდე არ ჩერდება. აი, ეს წესი აქვთ, რითაც ცოტა დისკომფორტს გვიქმნიან, მაგრამ ამ პრიმიტიულ საქათმეებს, მალე თანამედროვე სტანდარტებით გაწყობილ გალია-საქათმეებით შევცვლი, მოშორებითაც გადავიტან, _ სიცილით გვიამბობს ედუარდ სიხარულიძე. იგი ასევე ხუმრობს, ორპინგტონების სწრაფ უნარებზე ზაფხულის პერიოდში, როცა საოცარი სისწრაფით დასდევდნენ და სანსლავდნენ ფაროსანებს.

_ ჩვენც ვაგროვებდით ფაროსანებს და ვუყრიდით, გვაინტერესებდა, მოახდენდა თუ არა ხორცის გემოზე გავლენას, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა, _ გვეუბნება მასპინძელი და უახლოეს მიზნებზე გვესაუბრება _ მალე პეკინური ჯიშის იხვის მოშენებასაც გეგმავს, ოღონდ ჯერ აუზის მოწყობას აპირებს. ხოლო თუ ესეც გამოუვიდა, მერე თურქეთიდან საუკეთესო ჯიშის ინდაურის ჩამოყვანასაც მოახერხებს.

ედუარდ სიხარულიძე მარტო შინაური ფრინველით არ არის დაინტერესებული და როგორც  ვთქვით, არა ერთ საქმეში სცადა ბედი. მშობლებთან და მეუღლესთან ერთად დაგეგმარებულ კარმიდამოში რას არ ნახავთ _ ერთ ვარჯზე გაშენებულ თხილის კულტურა, ციტრუსოვნები, დაფნის კორომები, რასაც აგვირგვინებს სხვადასხვა ხეხილოვნების წრიულ სივრცეში მოქცეული გურული ოდა.

 ეზოს არ აკლია კეთილმოწყობა და ყვავილთა ნაირსახეობები. მასპინძელი ამბობს, რომ აქაურობა აყვავებული გაზაფხულის მომძლავრებისას უნდა ნახოთ და გადასახედიდანაც მთელ ჩოხატაურს უნდა შეავლოთ თვალი, სამოთხეს დაინახავთო. თუმცა, ტუიას ნარგავები, რომელსაც დედა-შვილი მართლაც შვილებივით უვლის, ახლაც საამო სანახავია, თითქოს საპატიო ყარაულში რომ უდგანან მშრომელ მარჯვენას დამორჩილებულ კარმიდამოს.

ედუარდ სიხარულიძეს საუბარში ემჩნევა, რომ გურულის დამახასიათებელი იუმორი არ ღალატობს და თავს გადახდენილ ნამდვილ ამბებს შინაურული ხალისით გვიამბობს:

_ ჩემი საკარმიდამო ნაკვეთი ორი ჰექტარია. ყველა კუთხეში რაღაცის დარგვას ან დათესვას ვცდილობ. ერთხელაც გადავწყვიტე, ფინიკის პალმის დათესვა მეცადა. ოზურგეთში, გამგეობის შენობის წინ დგას ეს საოცარი მცენარე. ის დრო იყო, ნაყოფი მწიფდა. მივედი, სამიოდე მწიფე ნაყოფი მოვკრიფე და შევჭამე, კურკა კი ჯიბეში ჩავიდე. უცებ პატრული მომადგა და აქ რას ჭამო, მკითხეს. არ ვიცი, საიდან დამინახეს ან საეჭვოს რას ვაკეთებდი. ვუთხარი, რა ხილიც იყო და რომ საჭმელად ვარგისი იყო. არ დამიჯერეს. ერთმანეთს უთხრეს, ამას უყურე, “გვეკაიფება” კიდეც, ხედავო? ვუმტკიცე, ეს ფინიკის პალმაა და ნაყოფი იჭმევა,-მეთქი, მაგრამ ვინ დაგიჯერა? ჩავჯექი მანქანაში და გავეცალე. თურმე, სად ხარ? ნასაკირალის მოხვეულებში არ დამეწივნენ? მომდეს შარი, ჩქარა მიდიხარ, წესები დაარღვიეო… მოკლედ, დამაჯარიმეს 50 ლარით. ასე წამამწარეს ოზურგეთში ნაჭამი ფინიკის პალმის ნაყოფი, რომელმაც კბილები ნასაკირალის აღმართებში მომკვეთა. მოკლედ, პატრულის ის თანამშრომლები, როგორც აქცენტზე შევატყვე, აქაურები არ იყვნენ და ეტყობა, არც ფინიკი ჰქონდათ ნაჭამი თუ ნანახი. ნეტავ, მე რამ შემაჭამა? 50 ლარი დამიჯდა სამი ცალი კურკა, რომელიც საცოდავად მედო ჯიბეში. ჩემს კარმიდამოში კი დავთესე, ერთს პატრულის ფინიკი ან პირიქით, ფინიკის პატრული უნდა დავარქვა, მოვიფიქრებ, სანამ წამოიზრდება, _ კვლავ იცინის ედუარდ სიხარულიძე.

სიხარულიძეების სახლ-კარი, სოფლის განაპირას, მაღალ გორზე მდებარეობის გამო, ხშირად არის ქარის სამიზნე. ამიტომ ოჯახის ყველა წევრი მუდამ ფიქრობს, როგორმე დაიცვან თავი.

_ მინდა ადამიანებიც ამყვნენ კარგი საქმის კეთებაში. სამასი ძირი კრიპტომერია ჩამოვიტანე ლანჩხუთიდან და დავრგე არა მარტო ჩემი საკარმიდამოს ირგვლივ, არამედ სოფლის გზის გასწვრივაც ჩავამწკრივე. თუმცა, მოვლასა და პატრონობაში თანამოაზრე არ გამომიჩნდა და ბევრი გახმა. რცხილის ხეივანი კი გვაქვს, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მხრიდან გვიფარავს, _ გვითხრა ქალბატონმა მადონამ, რომელიც შვილის დაინტერესებით გახარებულია, თუმცა, წუხს იმაზეც, რომ ბევრი შრომა უწევს და ყველანაირად ცდილობს, გვერდში ამოუდგეს.

ედუარდ სიხარულიძე გვეუბნება, რომ მისი მთავარი საზრუნავი ორპინგტონია, თუმცა, ის დაფიქრებულია თხილის დაავადების გამო და აპირებს, ნახევრად მაინც ჩაანაცვლოს კაკლის საუკეთესო ჯიშით _ “იდეალით”. რაკი ნერგები გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე, სათესლე მასალა, ის ყოველთვის ცდილობს ამ უკანასკნელით სცადოს ნერგის გამოყვანა. ამიტომ იყიდა ერთი კილოგრამი “იდეალის” ჯიშის კაკლის თესლი და შედეგით კმაყოფილი დარჩა _ ნათესი კარგად გაღვივდა და ამოვიდა. ამიტომ აპირებს, კვლავ დათესოს კაკლის ეს სახეობა და თანდათან გააშენოს.

რაც მთავარია, ჩვენი სტატიის გმირი, ძალიან კმაყოფილია იმით, რომ მრავალი წლის შრომის შემდეგ, სასურველ შედეგს მიაღწია, როგორც შინაური ფრინველის საუცხოო ჯიშის მოშენების, ისე ნერგების გამოყვანის საქმეში, ეს კი მცირე ბიზნესის განვითარების კარგი წინაპირობაა.

წარმატებებს ვუსურვებთ “გურული ორპინგტონის” იდეის ავტორს, ფინიკის ჭამისთვის დაჯარიმებულ ფერმერს და იუმორის გრძნობის კარგ მქონეს, ჩვენს სახასიათო გურული ფრაზით ვემშვიდობებით: “კაი ხვავი გქონოდეს და მეტი ზარალი არ გენახოს, ძამა!”

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

სოფელ ცაისში მოზარდი მიტოვებული შენობიდან გადავარდა

ალოეს ღვთიური ძალა და სილამაზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

10:43; 23.02.2026
სამართალი

“პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა” _ სპეცოპერაცია კასპში

10:40; 23.02.2026
საზოგადოება

გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ კოკა მაისურაძე დაინიშნა

10:36; 23.02.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:15; 23.02.2026
მსოფლიო

ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

10:12; 23.02.2026
მსოფლიო

ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

10:09; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:01; 23.02.2026
საზოგადოება

“ღირსეული, თავდადებული მორაგბე იყო”- რაგბის კლუბი “ლელო” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

9:44; 23.02.2026
საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო