” თუ დღეს საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათთვის საკმაოდ მძიმე ხდება და მთავარი გამოწვევა ეკონომიკაა, მე ვაცხადებ, რომ ოქტომბერში ამას იტყვის მოსახლეობის 80%!
რადგან სამუშაო ადგილები ყოველ დღე იკარგება”, _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
„ მოსალოდნელ მძიმე შედეგებს ეკონომიკაში არც პრემიერი გახარია უარყოფს და საკმაოდ უიმედოდაც გამოიყურება. ეს კი, პირველ რიგში, „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაშიც ჩანს, რადგან მათ ისიც კი არ იციან რას დაჰპირდნენ ამომრჩეველს.
ხოლო მარტო ის, რომ ვიღაცეებს 200-300 ლარს დაურიგებენ, ეს ეკონომიკის გადარჩენისთვის საკმარისი ნამდვილად არ არის!
განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სამუშაო ადგილები იკარგება.
ამიტომ ვამბობ წლებია, პანდემიის გამოცხადების პირველი დღიდან კი განსაკუთრებით, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი ეკონომიკა უნდა იყოს და ამ ეკონომიკაში მთავარი ფაქტორი ბანკების ფაქტორი!“ – აცხადებს ჭიჭინაძე.