როგორც “გურია ნიუსი” ერთი თვის წინ ექსკლუზიურად წერდა, “ქართულმა ოცნებამ” შუალედურ არჩევნებში ექიმი დავით მდინარაძე წარადგინა. მდინარაძე პარტიის აქტივს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარუდგინა.
გვჯერა, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერით, “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი დავით მდინარაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს და კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურება ჩვენს საზოგადოებას და მუნიციპალიტეტს”, _ განაცხადა თალაკვაძემ.
მდინარაძის საარჩევნო შტაბს პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ მაისში, ქალაქ ოზურგეთის ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში (60/01/03), რომელშიც რაიცენტრალური, სერი, ექადია, ცენტრი 3 და ანასეული შედის შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ამავე თემაზე: ვინ იქნება “ოცნების” კანდიდატი ოზურგეთის შუალედურ არჩევნებზე (ექსკლუზივი)
ა(ა)იპ-ის დირექტორი კენჭისყრას დამოუკიდებლად გეგმავს _ “აქ არ ვარ ცუდად, მაგრამ”… (ექსკლუზივი)
ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობას ლევან თოიძის შვილიც აპირებს _ “რაღაცეებს ველოდები”