“ქართული ოცნების” ოფისთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით შპს “საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეები აქციას აგრძელებენ.
მათ პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ საკრებულოს წევრები შეხვდნენ და საკითხის შესწავლას დაპირდნენ, თუმცა, აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს შეხვედრისკენ ყვირილით მოუწოდებენ.