ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის XI-1 კლასის მოსწავლე, FLEX-ის პროგრამის გამარჯვებული სერგი გეწაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის საშუალო განათლების სასტიპენდიო პროგრამის 2021-2022 წწ. გამარჯვებულია.
სტიპენდიას, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, სერგი 2 წლის განმავლობაში მიიღებს.
,,ახალი სკოლა“ თბილისში, ევროკავშირისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მხარდაჭერით, რამდენიმე წელია აცხადებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამის კონკურსს.
სტიპენდიის პროგრამა მოიცავს საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის სრულ ორწლიან ციკლს.
“21-ს ქვევით” ულოცავს სერგის ამ გამარჯვებას და ახალ-ახალ წარმატებებს უსურვებს.