გიორგი გოგოტიშვილს ბრალი ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე ქონდა წარდგენილი.
ის შარშან ზაფხულში ბახმაროში დააკავეს, რასაც მოჰყვა აქციების სერია ოზურგეთში. გიორგი გოგოტიშვილის მშობლები და მეგობრები ამბობდნენ, რომ მას 17 აბი ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.
“რა თქმა უნდა სამართლმა თავისი გზა იპოვა და დღეს გიორგი სასამართლო დარბაზიდან მოსამართლე ლია ბარამიძის გადაწყვეტილებით გათავისუფლებული იქმა . ეს შედეგი არ დადგებოდა, რომ არ ყოფილიყო წესიერი და სამართლიანი მოსამართლე ლია ბარამიძე. გიორგის დაკავებიდან დღემდე აქტიურებდნენ ჩვენთან ერთად მისი მეგობრები, ახლობლები, ადამიანები, რომლებიც ჩემს შვილს, არ იცნობდნენ და ასევე მედიის წარმომადგენლები. დღეს ბედნიერი დღე გვაქვს, რაც მთავარია სამართლიანი. ეს ბრძოლად სამართლიანად მოვიგეთ და დავამტკიცეთ გიორგის უდანაშაულობა“, _ გვითხრა გიორგის მამამ ავთო გოგოტიშვილმა.
ავტორი