ოზურგეთელი წარმატებული სპორტსმენი, 20 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონი, ხორვატიის თასის გამარჯვებული, საქარტყველოს ჩემპიონი ნიკა ღლონტი, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, საერთაშორისო ტურნირში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა.
როგორც ვწერდით ნიკა გამარჯვებას გეგმავდა.
_საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა და ეს ყველაზე სასიხარულოა. მე ავიღე ვერცხლის მედალი. ფინალი წავაგე ქართველთან, ბათუმელ სპორტსმენთან, გამოცდილ მოჭიდავესთან, მინიმალური ანგარიშით. 5-0 ვამარცხებდი, თუმცა რიგი შეცდომების გამო, 6-5 დავმარცხდი… საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა სამი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი და შესაბამისად პირველი ადგილი, რაც ძალზე სასიხარულოა, _ გვითხრა ნიკა ღლონტმა, რომელიც მალე დაბრუნდება სამშობლოში და როგორც თავად ამბობს, ახალი გამარჯვებებებითვის მოემზადება.
ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ნიკას და მასთან ერთად საქართველოს ნაკრებს.
ავტორი