ოზურგეთელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, მზევინარ შარაშენიძე , მოლდოვაში, ქალთა ფეხბურთში, პირველად მსაჯობდა საერთაშორიოს თამაშს.
ეს იყო WU19 ქალთა შორის თამაში.
მზევინარმა მთავარ არბიტრად იმსაჯა უელსი-ლიტვას და ლიტვა-მოლდოვას მატჩზე. ხოლო მეოთხე მსაჯად უელსი-მოლდოვას მატჩზე.
ეს საერთაშორისო შეჯიბრი მოლდოვაში ცხრა დღის მანძილზე გრძელდებოდა.
მკითხველებს შევახსენებთ, რომ 26 წლის ოზურგეთელი მზევინარ შარაშენიძე გასულ წელს გახდა საერთაშორისო (ფიფას კატეგორიის) არბიტრი, რაც დიდი წარმატებაა.
„გურია ნიუსი“ ულოცავს მზეკოს ამ აღიარებას და მუდამ წარმატებებს ვუსურვებთ.
ავტორი