ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ინფორმაციისთვის, ქეთევან მამალაძე, ევროპის მასშტაბით, პოლონეთის ღია ჩემპიონატში, ბადროს (მძლეოსნობა) ტყორცნაში მონაწილეობდა.
მან, 20 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის მეორე ადგილი, ხოლო დიდებს შორის _ მესამე ადგილი დაიკავა.
„გურია ნიუსი“ ულოცავს გამარჯვებას ქეთევან მამალაძეს და დიდ წარმატებებს უსურვებს მომავალში.