ოზურგეთელი სპორტსმენები შინ 9 მედლით დაბრუნდნენ. 10 მაისს, ქალაქ ფოთში გამართულ კიკბოქსინგის პირველობაზე (K1, MMA), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კიკბოქსინგის სექციამ (ურეკის სკოლა) ბრწყინვალე შედეგი აჩვენა.
ტურნირში 2006-2016 წლებში დაბადებული მოზარდები სხვადასხვა წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. მწვრთნელ გიორგი ბერიძის მიერ მომზადებულმა გუნდმა 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
პირველი ადგილი და ოქროს მედლები:
ნიკოლოზ ჩხიკვაძე (40 კგ)
გიორგი გურგენიძე (46 კგ)
დავით კილაძე (50 კგ)
მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები:
საბა გამხიტაშვილი (40 კგ)
ნიკოლოზ ზდორენკო (54 კგ)
ჯაბა ლომთაძე (25 კგ)
საბა ხვედელიძე (69 კგ)
მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები:
ნიკა ჭუმბურიძე (44 კგ)
ლუკა ოინაროვი (72 კგ)
გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს დიპლომები, მედლები და თასები გადაეცათ.






































































