სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ქონებით, მერიის თანხმობით, სარგებლობდნენ კონკრეტული პირები, რომელთაც ბიუჯეტში უნდა გადაეხადათ გადასახადი და არ გადაუხდიათ. თანხები, რომელიც ოზურგეთს და ჩვენს მოქალაქეებს უნდა მოხმარებოდა ბიუჯეტში არ შესულა, _ ამის შესახებ ოზურგეთის მერმა განაცხადა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019-2020 წლებში მერიის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი სერიოზული დარღვევები. მათ შორის, 130 000 ლარს აჭარბებს იჯარით გაცემული სახელმწიფო ქონებით სარგებლობის დავალიანება და ამ მიმართულებით კანონით სავალდებულო ღონისძიებები მერიის მხრიდან მაშინ არ გატარებულა. მარტივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ქონებით, მერიის თანხმობით, სარგებლობდნენ კონკრეტული პირები, რომელთაც ბიუჯეტში უნდა გადაეხადათ გადასახადი და არ გადაუხდიათ – თანხები, რომელიც ოზურგეთს და ჩვენს მოქალაქეებს უნდა მოხმარებოდა – ბიუჯეტში არ შესულა. ეკონომიკის სამსახურმა მოახდინა იჯარის ხელშეკრულებების მონიტორინგი და დაწყებულია სათანადო ღონისძიებების გატარება. ყველა მოიჯარეს ვთხოვთ, დავალიანებები დაფარონ კანონით გათვალისწინებულ ვადებში,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალკვაძემ.
(R)