ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებლად 100 ერთეული 1100 ლიტრიანი ნაგვის კონტეინერის შესყიდვას აპირებს. წინადადების მიღება 29 მაისს მთავრდება. ამ ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არაფერია ნათქვამი ტენდერში მონაწილეთა ვინაობის შესახებ. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარია. „საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მოცულობა – 1100 ლიტრი; სიმაღლე: 1100-1470 მმ; სიგრძე: არანაკლებ 1370±10 მმ; სიგანე: 1000-1100 მმ; სტანდარტი – კონტეინერი უნდა აკმაყოფილებდეს EN 840 და RAL GZ 951/1 სტანდარტით გათვალისწინებულ ხარისხის მოთხოვნებს; ცარიელი კონტეინერის წონა – 43-70 კგ; ტვირთამწეობა არანაკლებ – 440 კგ; კონტეინერს გვერდებზე უნდა ჰქონდეს სტანდარტული უკუდამტვირთავი ნაგავმზიდის დამცლელ სისტემასთან თავსებადი ყურები, განთავსებული მიწის ზედაპირიდან 1000-1100 მმ სიმაღლეზე; ასევე გვერდებზე და უკანა მხარეს უნდა ჰქონდეს სახელურები; მასალა/შემადგენლობა – დამზადებული უნდა იყოს მაღალი წნევით კომპაქტური ჩამოსხმის მეთოდით ან/და როტაციული მეთოდით, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (HDPE- High Density Polyethylene). არ უნდა შეიცავდეს ევროპის ქიმიკატების სააგენტოს (European Chemicals Agency) მიერ დადგენილ სახიფათო ნივთიერებებს (SVHC – substances of very high concern); ლითონის დეტალები – ყველა ლითონის დეტალი დამზადებული უნდა იყოს კოროზიაგამძლე მეტალისგან ან დაცული უნდა იყოს ანტიკოროზიული დაფარვით; სახურავის ტიპი – ბრტყელი ან გუმბათოვანი. კონტეინერს სახურავზე უნდა ახლდეს ერთი ან ორი დამატებითი ხუფი (სახელურით), მცირე ზომის ნარჩენების განსათავსებლად; მანიშნებელი – ორი ამრეკლი წინა ორივე კუთხეზე და თერმულად დატანილი მანიშნებელი სტიკერები (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად);
ფერი – შემსყიდველთან შეთანხმებით. სადრენაჟე სისტემა – კონტეინერს უნდა გააჩნდეს სადრენაჟე გასასვლელი ჩამკეტით, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერის შიდა სივრცის მარტივ, ჰიგიენურ წმენდას; ბორბლები – კონტეინერს უნდა ჰქონდეს ოთხი 360 გრადუსით მბრუნავი ბორბალი. წინა მხარეს განთავსებულ 2 ბორბალს უნდა გააჩნდეს სამუხრუჭე სისტემა. პედალზე ფეხის დაჭერით უნდა იბლოკებოდეს როგორც ბორბალი, ასევე მოტრიალების გორგოლაჭი.“ – აღნიშნულია სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.


































































