სროლა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალტ ტრამპის რეზიდენციასთან.
apnews-ის ინფორმაციით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფიცრებმა თეთრი სახლის უსაფრთხოების გამშვებ პუნქტთან საპასუხო ცეცხლით მოკლეს მამაკაცი, რომელმაც სამართალდამცველების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბოლო ერთი თვის განმავლობაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიახლოვეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უკვე მესამე შემთხვევა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ჩანთიდან იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო, რის შემდეგაც საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. დაჭრილი ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თეთრი სახლის პერიმეტრზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.



































































