ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსად თამაზ ჩავლეშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი მერმა პაატა კუნჭულიამ პირველ მოადგილე ბექა ჩხიკვიშვილთან და მოადგილეებთან – გურამ გოლიაძესთან და სოფო რამიშვილთან ერთად სამსახურის ხელმძღვანელებს წარუდგინა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თამაზ ჩავლეშვილს ინფრასტრუქტურისა და საბანკო სფეროში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მის პროფესიულ კომპეტენციებსა და მენეჯერულ უნარებზე.
თამაზ ჩავლეშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ბუღალტერიის მიმართულებით.
ამავე უნივერსიტეტში მას მიღებული აქვს მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი. – ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.





































































