წლებია ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, მოსამართლეების ნაკლებობა. გურიაში, ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ორი მოსამართლე იყო, წინა წელს კი, როგორც ადვოკატები ჩვენთან საუბრის დროს ამბობენ, „მოხდა სასწაული და მესამე მოსამართლეც დანიშნეს”.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მოსამართლე თორნიკე კაპანაძე სხვა სასამართლოში გადაუყვანიათ მოსამართლედ და ამ დროისთვის ისევ ორი მოსამართლის _ ია ბარამიძის და თამთა საჯაიას იმედზე დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლო. „ყოველდღიურად მატულობს სარჩელებს რაოდენობა და ეს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გადაწყდეს. არ ვიცი, სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს უსამართლობა?!“ _ ამბობდა 2023 წელს „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს კახა ჩავლეშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 2023 წელს მოსამართლეების სიმცირეზე ასეთი კომენტარი მივიღეთ: „მოსამართლეთა სიმცირის საკითხი ცნობილია და იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრობლემის აღმოსაფხვრელად ნაბიჯებს დგამს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც მიმდინარე წელს სამჯერ ჩატარდა. მოგეხსენებათ, რომ გამოცდის ჩაბარება მოსამართლედ განწესებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმია”.































































