დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
სულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 44 საბავშვო ბაღია 2005 აღსაზრდელით.
სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ სკოლამდელი დაწესებულებები ბავშვებს მომზადებული დახვდა. ყველგან ჩატარებულია სანიტარულ ჰიგიენური დასუფთავება. ბაღები მომარაგებულია პროდუქტებით და ამ სემეტრიდან განსაკუთრებით აქვთ სიახლეები.
_ კონკრეტულად, ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, გამრავალფეროვნდა მენიუ. დაემატა ხილის, რძის და ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობები”,_ გვითხრა მაკა ჭყონიამ.
ავტორი