ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 156-ე თეატრალური სეზონის პირველი შეხვედრა გაიმართა. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძე დასის წევრებს შეხვდა.
ვასილ ჩიგოგიძემ გააჟღერა ინფორმაცია, რომ იწყება სპექტაკლზე ,,წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის“, ,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის“ მუშაობა, რომლის რეჟისორი გოჩა კაპანაძე იქნება, ხოლო დადგმის ხელმძღვანელი _ ვასილ ჩიგოგიძე. მალე ასევე დაიდგმება ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის, ჟურნალისტის, მწერლისა და პოლიტიკოსის, ილია ჭავჭავაძის შესახებ მონო სპექტაკლი და მას შემეცნებითი თვალსაზრისით წარმოაჩენს, როგორც ერის გულაღტკინებულ შვილს, რომელიც სამშობლოსათვის ზრუნვას შეეწირა.
შეკრებაზე სამხატვრო ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 156-ე თეატრალური სეზონი თეატრის მოყვარულებს ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს ჰპირდება, ასევე გააჟღერა ლიტერატურული ლაბორატორიის შესახებ, რომელიც ოზურგეთის თეატრში შეიქმნება, ის ლიტერატურულ ჟანრებს, მიმდინარეობებს ერთ ლაბორატორიაში მოაქცევს და მას მწერალი ნინია სადღობელაშვილი უხელმძღვანელებს.
ავტორი