საქართველოს მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა 400 მილიონ ლარამდე გაზარდა.
17 აგვისტოს №1868 განკარგულებით, ცვლილება შევიდა მიმდინარე წლის №102 განკარგულებაში. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, მუნიციპალიტეტებს ფონდიდან დამატებით 58 325 781 ლარი გამოუყოს.
დოკუმენტის თანახმად, გაიზარდა 11 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი დაფინანსება, რომელიც განკარგულების დანართებით გაწერილ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.
გამოყოფილი თანხების მიხედვით სიის სათავეში გურიის რეგიონის ცენტრი — ოზურგეთის მუნიციპალიტეტია, რომელიც 11.6 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — 11 618 205 ლარი
დუშეთის მუნიციპალიტეტი — 10 660 278 ლარი
ბორჯომის მუნიციპალიტეტი — 10 026 641 ლარი
საჩხერის მუნიციპალიტეტი — 9 348 563 ლარი
სენაკის მუნიციპალიტეტი — 7 786 378 ლარი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი — 7 467 072 ლარი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი — 7 412 309 ლარი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი — 6 436 951 ლარი
ონის მუნიციპალიტეტი — 6 396 750 ლარი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — 6 294 237 ლარი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — 5 811 611 ლარი
ტყიბულის მუნიციპალიტეტი — 5 056 120 ლარი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — 4 962 820 ლარი
ცაგერის მუნიციპალიტეტი — 4 736 058 ლარი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი — 4 729 367 ლარი
ადიგენის მუნიციპალიტეტი — 4 630 284 ლარი
თიანეთის მუნიციპალიტეტი — 4 581 325 ლარი
ხონის მუნიციპალიტეტი — 3 960 361 ლარი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი — 3 887 515 ლარი
როგორც ცნობილია, გამოყოფილი ფინანსური რესურსი მოხმარდება ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის:
ქალაქებისა და სოფლების შიდა გზების რეაბილიტაციას;
შენობების ფასადების განახლებასა და იერსახის მოწესრიგებას;
სპორტული მოედნების მოწყობასა და აღჭურვას;
სანიაღვრე არხებისა და წყალამრიდი სისტემების რეაბილიტაციას.
კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტების დეტალური ჩამონათვალი გაწერილია მთავრობის №102 და №1868 განკარგულებებში.


































































