დღეს შეიკრიბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის მოწვევის სხდომა.
სხდომა გახსნა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ. მან ახლად არჩეულ საკრებულოს მიულოცა არჩევა და შემდეგ პროტოკოლის თანახმად სიტყვა გადასცა საკრებულოს უხუცეს წევრს, ნუგზარ ურუშაძეს. მან გააცნო დღის წესრიგი საკრებულოს წევრებს. მეოთხე ვადით საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დასახელდა დავით დარჩია.
საკრებულოს სხდომას ესწრება მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი პაატა კუნჭულია.


ავტორი






























































