https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ჩაიზე და პურზე ვართ ხალხი” _ როგორ აისახება პროდუქტების გაძვირება მოსახლეობაზე

11:47; 30.10.2025
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში პური და სხვადასხვა პროდუქტი გაძვირდა, რასაც მოსახლეობა აღშფოთებული ხვდება.

“ჩაიზე და პურზე ვართ ხალხი და ამასაც მიუწვდომელს ნუ გახდით. ხარისხი გააუმჯობესეთ“, _ წერს სოციალურ ქსელში ნანა მესხორაძე.

“ხალხი 1.50-ს ვერ იხდის და კიდე მომატება უნდა?!”_ წერს ჟანა ლაცაბიძე.

“ქვეყანაში სადაც ეკონომიკა “ყვავის” და ბევრ ქვეყანაზე “წინ ვართ“, ნეტა რატომ?” _ წერს მაია ჩხაიძე.

“იმოდენა ზრდა აქვს პენსიას, არც გამიკვირდება, რომ გაორმაგდეს. აბა როგორ დავხარჯოთ ამდენი ფული?!”_ წერს ნატა ძიმისტარიშვილი.

პურის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფასები 10 თეთრით არის გაზრდილი, თუმცა გაძვირება ყველა სახეობის პროდუქტს არ შეხებია:

“ფასები დააკორექტირა მხოლოდ ორმა წარმოებამ ერთი სახეობის პროდუქტზე. ლაპარაკია 10 თეთრზე _ ამ 10 თეთრიდან წარმოებას დაახლოებით, ალბათ, 7 თეთრამდე რჩება.

საქმე იმაშია, რომ წელს ფქვილზე ძალიან მზარდი ფასებია. თუ შარშანდელ პერიოდს შევადარებთ, შარშან საშუალო ფასი 52 ლარი იყო ერთ ტომარაზე, დღეს 60 ლარია დაახლოებით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მუშახელის ხელფასი _ მცხობელები როცა ხედავენ, რომ ეკონომიკური სიკეთისკენ მიდის საქმე, ითხოვენ ამ ეკონომიკური სიკეთის მიღებას და გვთხოვენ ხელფასის მომატებას.

ამიტომ მე მინდა მოსახლეობა ამას გაგებით შეხვდეს _ თითოეული კაპიკი მტკივნეულია, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ აუცილებლობით, რომელიც წარმოებას სჭირდება.

პურს ყველაზე სტაბილური ფასი აქვს სხვა პროდუქტებთან შედარებით. ბოდიშს ვიხდი ასეთი შედარებისთვის, მაგრამ ერთი ბოთლი წყალი 1.8 ლარი ღირს და პური 1.2-1.3 ლარი. აქ ხუთ თეთრზე [მატებაზე] საუბარი უბრალოდ უხერხულიც არის“, _ ამბობს მალხაზ დოლიძე BMG-სთან საუბრისას.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა, ძირითადად, სავაჭრო ქსელების მხრიდან წლის დასაწყისში განახლებულ კონტრაქტებს და მიმწოდებლებისთვის გადასახადების ზრდას უკავშირდება.

რას იწვევს ფასების მატება _ ამის შესახებ “გურია ნიუსი”უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრის (ICFRP) დასაქმების, სოციალური საკითხებისა და მოქალაქეობის სექციის (SOC) ხელმძღვანელს, ქეთევან ყაჭეიშვილს ესაუბრა.

როგორც ქეთევან ყაჭეიშვილი ამბობს, “სიღარიბე და არასათანადო სოციალური დაცვა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს შესაბამის მოსახლეობაზე არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, არსებითია, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მსჯელობასთან ერთად, საქართველოში, ასევე, მოხდეს სოციალური დაცვის მექანიზმების განვითარება და მათზე წვდომის უზრუნველყოფა“.

ქეთევან ყაჭეიშვილის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს _ 680 833 ადამიანს მიაღწია. შემწეობის მიმღები ადამიანების წილი საერთო მოსახლეობის 18.4%-ს შეადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

2024 წლის მონაცემებით, 9 მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი ადგილობრივი მოსახლეობის 40%-ზე მეტი იყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია.

“მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამები, რომელიც ყველაზე მოწყვლადი პირებისა და შინამეურნეობების იდენტიფიცირებასა და დახმარებას ითვალისწინებს, არაერთ ქვეყანაშია გავრცელებული.

საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა სოციალური დაცვის სისტემის ერთ–ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს და წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიცავს. მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლები კვლავ მაღალია, ხოლო მოსახლეობის ნაწილი, საარსებო შემწეობის პროგრამის შინაარსითა და ადმინისტრირებით უკმაყოფილო გახლავთ.

როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი ქულა არაერთი ბენეფიტის მიღების წინაპირობაა. ადგილობრივ დონეზე არსებული სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი ექსკლუზიურად სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მიემართება, რაც საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა დარჩენილთა გარიყვას იწვევს ისეთი მნიშვნელოვანი ბენეფიტებიდან, როგორებიცაა, მაგალითად, მედიკამენტების დაფინანსება, უფასო სასადილოს მომსახურება, ერთჯერადი ფულადი დახმარებები, შინ მოვლის სერვისი, კომუნალურ გადასახადების სუბსიდირება და ა. შ.”, _ ამბობს ქეთევან ყაჭეიშვილი.

მისი განმარტებით, ინფლაცია გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე. მოსახლეობას უწევს ფინანსური დისკომფორტის გაწვდომა, რაც განსაკუთრებით ორიენტირებულია ზედმეტი ხარჯების მოსაკრებად.

“ინფლაციის ზემოქმედება იგრძნობა საჭირო ნივთებზე, როგორიც არის საკვები, საცხოვრებელი, ტრანსპორტი, და სამედიცინო მომსახურება. 

გარდა ამისა, მომსახურების ხარჯების ზრდა წარმოადგენს საგანგაშო პრობლემას მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს ჩათვლით. მაგალითისთვის საქართველოში კერძო კლინიკების ვიზიტის ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც იწვევს იმას, რომ მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს მომთხოვნი მომსახურების იგნორირებას, რაც ნიშნავს, რომ ბევრმა ოჯახმა შეიძლება საჭირო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღოს. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ ეხება სწორედ მოწყვლად ჯგუფებს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბინების ქირის ფასები და სხვა საცხოვრებელი ხარჯები დაექვემდებარნენ ინფლაციის ზემოქმედებას, რაც წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც გავლენას ცხოვრების სტანდარტზე“, _ ამბობს ქეთევან ყაჭეიშვილი.

“ინფლაცია მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც ეკონომიკის დინამიკას ასახავს და საზოგადოებაზე პირდაპირი გავლენა აქვს. 2024 წლის დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 1.9%-ს შეადგენდა (წყარო: საქსტატი), რაც მკვეთრად დაბალი მაჩვენებელია ბოლო წლების მაღალი ინფლაციის პერიოდებთან შედარებით.

საქართველო რეგიონში ინფლაციის საშუალო დონეს ინარჩუნებს. მაგალითად, სომხეთში 2024 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 1.5%-ს შეადგენდა, ხოლო აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 2.1% იყო. წარმოშობის მიხედვით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაციის ზრდაზე უფრო დიდ გავლენას ადგილობრივი პროდუქტების ფასების ზრდა ახდენს, ვიდრე იმპორტული პროდუქტების. ინფლაციის ფორმირებაზე, როგორც აღინიშნა ყველაზე დიდ გავლენას სურსათის, უძრავ–მოძრავი ქონებების, სასმელების და თამბაქოს გაძვირება ახდენენ.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა ფასების 3.6%-იანი ზრდით ინფლაციაში 1.18 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი შეიტანა.

ამ კატეგორიაში ფასების მატება ძირითადად ბოსტნეულის (15.7%), ზეთის (10.1%), ყავისა და ჩაის (8.8%), შაქრისა და ტკბილეულის (6.9%) ფასების ზრდამ განაპირობა. აღნიშნული პროდუქტების გაძვირება განსაკუთრებით მძიმეა იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა ხარჯების დიდი წილი საკვებ პროდუქტებზე მოდის. ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს კატეგორიაში ფასების 5.9%-იანი ზრდამ საერთო ინფლაციაში 0.4%-იანი წვლილი შეიტანა.

რაც შეეხება კომუნიკაციების სექტორს, აქ პირიქით, ფასების 12.7%-იანი შემცირებით ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რაც -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა. ეს ცვლილება დიდწილად ინტერნეტის მომსახურების ფასების შემცირებას უკავშირდება, რაც მომხმარებელთა ხარჯებს ამცირებს და ტექნოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უსვამს ხაზს.

ამასთან, მიუხედავად ინფლაციის საერთო დაბალი დონისა, სურსათისა და სასმელების ფასების ზრდა მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, რადგან მათ ხარჯების დიდი წილი საკვებ პროდუქტებზეა მიმართული.

რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების შესახებ ცნობიერების დონეს, როგორც არსებული ვითარება ცხადყოფს აუცილებელია, გადაიდგას კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯები სამომხმარებლო უფლებებების შესახებ ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად და ამ მხრივ მნიშვნელოვანია ეკონიმიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების კიდევ უფრო მეტი კოორდინირებული მუშაობა“, _ ამბობს ქეთევან ყაჭეიშვილი.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს

14:50; 6 სექტემბერი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

17:05; 4 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის – ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები

18:59; 3 სექტემბერი, 2026
მთავარი

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

16:59; 3 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას

17:14; 2 სექტემბერი, 2026

"50 ლარს ისე დახარჯავ მაღაზიაში, როგორც არაფერი"

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილესაც ხელფასს დაუნიშნავენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო