სამოქალაქო აქტივისტი ნინო ურუშაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი დაიხურა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ხატისკაცმა “გურია ნიუსთან” ეს ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ოზურგეთის გარდა, ოფისები ქუთაისში და ახალციხეში დაიხურა.
ოზურგეთის ცენტრი გაიხსნა 2011 წლის 4 ნოემბერს. გახსნის დღიდან ცენტრი ოზურგეთის სამოქალაქო საზოგადოების ჰაბი გახდა, რომელიც ერთი მხრივ ინიციირებასა და ფასილიტაციას უწევს ადგილობრივ პრობლემურ საკითხებზე დისკუსიების დღის წესრიგში დაყენებას, ხოლო მეორე მხრივ სთავაზობს საზოგადოებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომ სივრცეს დიალოგისთვის.
ცენტრმა გახსნის დღიდან დღემდე უმასპინძლა 2500-მდე შეხვედრას, რომლებშიც 35000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცენტრი წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი, დემოკრატიული სივრცის იმიჯს, რომლის სერვისებითაც აქტიურად სარგებლობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოები, კომერციული ორგანიზაციები, მედია და რიგითი მოქალაქეები