ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში ადგილობრივი მცხოვრები, შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
მამაკაცი მეზობელს სახურავის გადმოთოვლაში ეხმარებოდა, როცა სახლი ჩამონგრა და მამაკაცი ბეტონის ე. წ. „სიმკარის“ ქვეშ მოყვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. ასევე ,დაკავშირება ვცადეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთან სოფელ კონჭკათში, დავით თოიძესთან, თუმცა, მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
ასევე ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთანაც, რომელმაც გვითხრა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და გადამოწმების შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.
სანამ „გურია ნიუსი“ ინფორმაციას ამოწმებდა, ჩინოვნიკებმა სოციალურ ქსელებში დაადასტურეს, რომ დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა.