ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ განუცხადა.
ქუტიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთში სულ არის 160-მდე აქტიური შემთხვევა. ინფიცირებული ადამიანებიდან ოზურგეთში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
[sexy_author_bio]