დღეს, ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში, გამარჯვების ობელისკთან ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. 79 წელი გავიდა ამ გამარჯვებიდან.
აქ იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველი პირები, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე და მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.
_მხოლოდ ერთი ვეტერანია ცოცხალი, შოთა გოგატაძე..ის სოფელ მერიაში ცხოვრობს. ახლა აქ აღვიშნეთ ეს დღე. აქედან კი პირდაპირ მასთან წავალთ, სოფელ მერიაში და მივულოცავთ, _ გვითხრა ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ლალი სიჭინავამ.
მრავალ ომგამოვლილი , ომის ვეტერანი ზურაბ ურუშაძე, ტკივილით საუბრობს ყველა ომზე, სადაც საქართვლომ უამრავი ღირსეული შვილი დაკარგა:
_ სამასიათასზე მეტი ქართველი შეეწირა ფაშიზმთან ბრძოლას. ვინ რა იცის, ეს რა ჯოჯოხეთი იყო. მერე იყო ტერიტორიული მთლიანობისთვის ომები. მე ყველგან ვიბრძოდი. დავიჭერი და თავზე უმძიმესი ოპერაცია ჩამიტარდა. თუ ჩემს სამშობლოს დასჭირდება, მე კვლავ მზად ვარ, ხელში იარაღი ავიღო და დავიცვა ჩემი მიწა-წყალი, _ გვითხრა მან.