ხანძარი იყო ოზურგეთში, სოფელ ჯუმათში – ცეცხლი ენვერ მიქაიშვილის საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და სრულად დაიწვა. ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ადასტურებს მერის წარმომადგენელი.
როგორც ოლეგ ჩხარტიშვილი აცხადებს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისივე ინფორმაციით, ოჯახს მერია დაეხმარება.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, უცნობია.
ავტორი