ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და TIKA-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი და ზაზა შოშიტაიშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებმა ღონისძიების ფარგლებში, გურიის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერან-ფერმერთა ასოციაციის ,,საცდელ-სასწავლო მეურნეობა’’ დაათვალიერეს და მეფუტკრეობის სექტორში დასაქმებული გურული ვეტერანების მიერ წარმოებული თაფლის პირველი მოსავლის დაწურვის პროცესს გაეცნენ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved